Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნესტორ გაბილაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. აბაშა. დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია 1916 წელს; 1923 წელს - ბერლინის (გერმანია) ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტი. სტაჟირება გაიარა ჟენევაში. 1924 წელს მიენიჭა იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ეკონომიკის დარგში. 1916-1918წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისში; 1918 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) დაარსებისთანავე, იგი ჩაირიცხა სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე; იმავე წელს სწავლის გასაგრძელებლად გააგზავნეს გერმანიაში. აქ გაიცნო მან შემდგომში მისი მეუღლე, ფსიქოლოგი, პროფესორი ფატი ხუნდაძე; 1919-1923წწ. იყო გერმანიის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს წევრი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი; 1923-1925წწ. კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც 1924 წელს მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. მისი სადისერტაციო ნაშრომი იმავე წელს გამოსცა ხსენებულმა უნივერსიტეტმა. გარდა ამისა, იენის უნივერსიტეტის შრომებში გამოქვეყნდა მისი 10–მდე სტატია სოფლის მეურნეობის ეკონომიკის საკითხებზე. 1920-1921წწ. ისმენდა ალბერტ აინშტაინის ლექციებს ბუნებისმეტყველების ისტორიაში; 1926 წელს მეუღლესთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა; იმავე წელს, როგორც იმ დროისთვის უკვე ცნობილი სპეციალისტი, დაინიშნა საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის სახალხო კომისარიატის (სამინისტროს) ჩაის მრეწველობის ტრესტის ("საქჩაი") მმართველად. იმ ხანებში საქართველოს საბჭოთა რეჟიმმა დაიწყო დასავლეთ საქართველოში ჩაის კულტურის მასობრივად გაშენება. 1928 წელს საჯაროდ გამოვიდა საქართველოში ჩაის, როგორც მონოკულტურის, გავრცელების წინააღმდეგ, ვინაიდან ჩაის მონოკულტურის სახით გაშენება უარყოფით ზეგავლენას ახდენდა ქალთა ჯანმრთელობაზე. ამის შემდეგ გაბილაია გაათავისუფლეს თანამდებობიდან და, ერთხანს, სდევნიდნენ კიდეც. 1930 წელს იგი მიწვეულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის კათედრის უფროს მასწავლებლად. აღნიშნულ კათედრაზე ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა 1952 წლამდე; 1945 წელს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი; 1952 წელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, იძულებული გახდა თავი დაენებებინა უნივერსიტეტში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის; 1953 წელს მიწვეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საბიბლიოთეკო საბჭოს და აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის კონსულტანტად უცხოენოვანი ლიტერატურის დამუშავებისა და აღწერის დარგში. აქ იგი მუშაობდა 1959 წლამდე. ქართული, რუსული და გერმანული ენების გარდა სრულფასოვნად ფლობდა ფრანგულ და იტალიურ ენებს. სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა მთარგმნელობით და კვლევით მოღვაწობას. მან ქართულად თარგმნა გერმანელი მეცნიერ-ეკონომისტის, პროფესორ რულეს მთელს ევროპაში ცნობილი კაპიტალური ნაშრომი "პური ოთხი მილიარდისათვის" და მას დაურთო საკუთარი ვრცელი შენიშვნები (თარგმანის ხელნაწერი, გაბილაიას ანდერძის შესაბამისად, დაცულია მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში). წყარო: seaman.ucoz.net
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |