შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ერიკ ბერშტეინი![]()
ბიოგრაფია1917 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წელს, ამიერკავკასიის სეიმმა გერმანიაში წარმომადგენლად გაგზავნა. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო მომარაგების კომისიის წევრი და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის მდივანი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა საქართველო და ცხოვრობდა გერმანიაში. გარდაიცვალა 1932 წლის 19 იანვარს, ბერლინში. 22 იანვარს ცხედარი დაწვეს ვედინგის კრემატორიუმში. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.175 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |