შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პავლე ბიული![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ელისავეტალი (სოფ. ასურეთი), თბილისის მაზრა. სოციალ-დემოკრატი. პროფესიით მასწავლებელი. განათლება მიიღო სპეციალიზებულ გერმანულ სასწავლებელში ბესარაბიის გუბერნიაში. პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საქართველოში არსებულ გერმანულ კოლონიებში, მათ შორის, მშობლიურ სოფელშიც. ჩართული იყო პარტიულ მუშაობაში გერმანულ დასახლებებში, სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ფრაქციის სასარგებლოდ. დამოუკიდებლობის პერიოდში პავლე ბიული მნიშვნელოვან როლს თამაშობდა დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და გერმანელ მოსახლეობას შორის ურთიერთობაში. 1919 წლის თებერვალში არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. იყო კრების აგრარული და სახალხო განათლების კომისიის წევრი. 1921 წელს იბრძოდა წითელი არმიის წინააღმდეგ. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. მონაწილეობას იღებდა ანტისაბჭოთა მოძრაობაში. 1924 წლის აჯანყების წინა პერიოდში ჩეკამ დააპატიმრა. სიცოცხლის ბოლო წლები მშობლიურ სოფელში გაატარა. დიდი ტერორის დროს კვლავ დააპატიმრეს, 1938 წელს ე. წ. "ტროიკამ“ დახვრეტა მიუსაჯა. XX საუკუნის 40-იან წლებში მის ოჯახს საბჭოთა რეპრესიები და საქართველოდან გადასახლება არ ასცდა. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 71 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |