The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაიოზი (მიტროპოლიტი)

გაიოზი
ოფიციალური სახელი:ბიძინა კერატიშვილი
დაბადების თარიღი:24 თებერვალი, 1945
გარდაცვ. თარიღი:19 მარტი, 2016  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ნინოწმინდის საკათედრო ტაძრის ეზო, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წყაროსთავი, საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა საგარეჯოს საშუალო სკოლა 1963 წელს და სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. მანამდე სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოუხდელობის გამო უარი უთხრეს მცხეთის სასულიერო სასწავლებელში ჩარიცხვაზე; 1963-1965წწ. იყო სამხედრო სამსახურში. დემობილიზაციის შემდეგ კვალავ აღადგინეს უნივერსიტეტში. სწავლის პარალელურად მუშაობდა ჯერ საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის, შემდეგ - პატარძეულის გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლად. საგარეჯოს წმიდა დოდოს ეკლესიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ევაგრე დიასამიძის რეკომენდაციის საფუძველზე იგი წარდგა კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის წინაშე; 1969 წელს უწმინდესი ეფრემ II-ის რჩევით დატოვა საერო სამსახური და ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში; ერთი წლის შემდეგ პატრიარქის კურთხევით დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოში საქმის მწარმოებლად; 1971 წლის 14 დეკემბერს ეფრემ II-მ ბიძინა კერატიშვილი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად გაიოზი; 17 დეკემბერს ნავთლუღის წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიაში აკურთხა დიაკვნად; მანვე, იმავე წლის 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას, ბათუმში საკათედრო ტაძრის დღესასწაულზე ხელი დაასხა მღვდლად. მღვდელმონაზონი გაიოზი აგრძელებდა საპატრიარქოს კანცელარიაში საქმიანობას, ამავე დროს მას ევალებოდა ყოველდღიური ღვთისმსახურება სიონის საპატრიარქო ტაძარში; 1972 წლის 26 მარტს, წილკნელ ეპისკოპოსად აკურთხეს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში. იმავე დღეს წილკნელი ეპისკოპოსი გაიოზი დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. ეფრემ II-ის გარდაცვალების შემდეგ პატრიარქად აირჩიეს ურბნელი მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი), რომელმაც ეპიკოპოსი გაიოზი მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის, ანუ კათოლიკოსის მოადგილედ და მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორად დანიშნა. სემინარიაში იგი კითხულობდა საქართველოს ეკლესიის ისტორიას, ჰომილეტიკას, საეკლესიო სამართალს; 1973 წლიდან ეპისკოპოსი გაიოზი ადგენდა და გამოსაცემად ამზადებდა საქართველოს ეკლესიის კალენდარს, რომელსაც შეუცვალა პროფილი, 10 საგამომცემლო თაბახიდან გაზარდა 30-მდე და აქცია სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შინაარსის კრებულად; 1977 წლის 4 ივნისს, მამადავითობის დღესასწაულზე, უწმიდესმა და უნეტარესმა დავით V-მ ეპისკოპოსი გაიოზი მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა; 1978 წლის იანვარში უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ მიტროპოლიტი გაიოზი გათავისუფლდა ქორეპისკოპოსის მოვალეობისგან, მცხეთის სემინარიის რექტორობიდან და სვეტიცხოვლიდან და გადაყვანილი იყო ურბნისის ეპარქიის მმართველად (ურბნელ მიტროპოლიტად) და ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვრად. 1978 წელს მიტროპოლიტი გაიოზი დააპატიმრეს საეკლესიო ქონების მითვისების ბრალდებით და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ქონების კონფისკაციით; 1979 წლის სინოდის განჩინებით ჩამოერთვა მღვდელმთავრის ხარისხი და დაიყვანეს ერისკაცის რანგში. გასამართლების შემდეგ სასჯელის მოსახდელად გააგზავნეს დაღესტანში, საიდანაც მიხეილ გორბაჩოვის მიერ მიღებული ამინისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს 1989 წელს, 11 წლიანი პატიმრობის შემდეგ. საქართველოში დაბრუნებული მიტროპოლიტყოფილი გაიოზი იმყოფებოდა საპატრიარქოს პენსიაზე. მიტროპოლიტი გაიოზი ერისკაცობაშივე ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას. ახალგაზრდობიდანვე რაიონული და რესპუბლიკური პრესის ფურცლებზე აქვეყნებდა ისტორიულ-ფილოლოგიურ ხასიათის სამეცნიერო წერილებს, სტატიებს. მიტროპოლიტყოფილ გაიოზს დარჩა ბევრი გამოქვეყნებული შრომა.

წყარო: საეკლესიო ბიბლიოთეკა: library.church.ge


გააზიარე: