The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯემალ ჭიღვარია

ჯემალ ჭიღვარია
Date of birth:27 January, 1933
Date of death:19 February, 2018  (at 85 years)
Burial location:ფერიის საქალაქო სასაფლაო, ბათუმი
Category:Public official, Sailor

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭრებალო, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1955 წელს; ოდესის საზღვაო ფლოტის ინჟინერთა ინსტიტუტის დაუსწრებელ ფაკულტეტზე ინჟინერ-მექანიკოსის სპესიალობით 1969 წელს.

სწავლის პერიოდში მუშაობდა ბათუმის ნავსადგურის სატვირთო რაიონის უფროსად. 1972 -1980წწ. ნავსადგურის უფროსის მოადგილედ ექსპლუატაციის დარგში; 1980-1982წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსის მოადგილედ ფლოტისა და ექსპლუიტაციის დარგში; 1982-1991წწ. მოღვაწეობდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსის თანამდებობაზე. დიდია ჯ. ჭიღვარიას ღვაწლი მე-20 საუკუნის 80-90 -იანი წლების პერიოდში საქართველოს საზღვაო- სავაჭრო ფლოტის და უპირველესად საქართველოს საზღვაო სანაოსნოს განვითარებაში. ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვაო-სავაჭრო ფლოტის სისტემაში, მისი, როგორც საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გენერალური დირექტორისთვის, გადაულახავი ბარიერი არ არსებობდა. ნიშანდობლივია, რომ საბჭოთა კავშირის რღვევის საწყის ეტაპზე მაშინ, როცა სხვა სანაოსნოები კრიზისმა მოიცვა, მან ძალიან მოხერხებულად გამოიყენა თავისი მენეჯერული და პიროვნული თვისებები და ქართული ფლოტი შეავსო ახალი გემებით. შიძლება ითქვას, რომ ეს იყო სანაოსნოს ოქროს ხანა. ის იყო შეუპოვარი და პრინციპული ადამიანი. ქართული ნაოსნობის ისტორიაში მისი სახელი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. ცხოვრების ბოლო წუთამდე ოცნებობდა აღდგენილიყო ქართული სავაჭრო ფლოტი, რომელიც მისი გადადგომის შემდეგ სხვადასხვა პერიოდის წინა ხელისუფალის მიერ დაშვებული შეცდომების შედეგად იქნა განადგურებული.  საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

Member of Organizations

  • აჭარის ასსრ უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (1985-1991)
  • საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (1990-)
  • საქართველოს კომუნისტური პარტიის 27-ე ყრილობა, დელეგანი (1986-)
  • სკკპ მე -19 კონფერენცია, დელეგატი (1988-)

Awards and Honors

  • 2016 - ბათუმის საპატიო მოქალაქე
  • 2011 - ღირსების ორდენი
  • 1990 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
    საქართველოს საზღვაო სანაოსნოს განვითარებაში
  • 1983 - საქართველოს ტრანსპორტის დამსახურებული მუშაკი
  • 1981 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"

Share: