The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეილა გრძელიძე

ლეილა გრძელიძე
Date of birth:1952  (72 years)
Category:Engineer, Scientist, Technologist, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დიმი, ბაღდადის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1975 წელს  და ელექტროქიმიურ წარმოებათა ტექნოლოგიის კათედრის ასპირანტურა 1979 წელს.

1976-1984წწ. უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობს მაგნიუმის საპრობლემო ლაბორატორიაში. 1990-1994წწ. იყო განყოფილების უფროსი მრეწველობის სამინისტროში, 1994-2004წწ. სახელმწიფო სამსახურშია, ჯერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განყოფილების, შემდეგ სამსახურის უფროსად, ხოლო 2004-2005წწ. თბილისის პრემიერის მთავარი მრჩეველია. პარალელურად აგრძელებს სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ საქმოანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მის მიერ პირველად, თვისობრივად ახალი ნედლეულის - ტალკისა და პერლიტის გამოყენებით დადგენილ იქნა შემადგენლობა, რომლის საფუძველზეც მიღებულია საყოფაცხოვრებო დანიშნულების გამოწვის დაბალი ტემპერატუერის მქონე მხურვალმდეგი კერამიკული მასალა. წლების მანძილზე ლექციებს კითხულობს გარემოს საცვის კათედრაზე და დიდი წვლილი მიუძღვის ინჟინერ-ეკოლოგების აღზრდის საქმეში. ლ. გრძელიძე, როგორც გაეროს განვითარების პროგრამების ექსპერტი საქმის წაროების საკითხებში, 2004-2007წწ. ხელმძრვანელობდა გაეროს სახელმწიფოს მოხელეთათვის ორგანიზებულ ტრეინინგების კურსს. გამოქვეყნებული აქვს 9 სამეცნიერო შრომა, რამდენიმე სახელმძვანელო და ლექსების კრებული. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2003).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პერლიტისა და ტალკის შემცველი ახალი შემადგენლობის კერამიკული მასალების მექანიკური და მხურვალმედეგობის საკითხები".

წყარო:საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.44-46

Bibliography


Share: