Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აკაკი ზედელაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა წნორი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1969 წელს. 1969-1972წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "გიპროკინოში"; 1975 წელს დაამთავრა მოსკოვის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტურა, რომლის დამთავრების შემდეგ 1978 წლამდე მუშაობდა თბილისის ზონალურ ს/კ ტიპური და ექსპერიმენტული პროექტების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") მეცნიერ-თანამშრომლად; 1978-1982წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N15 სამშენებლო ტრესტში, სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად და სამმართველოს უფროსად; 1983-1993წწ. მუშაობდა ქ. თბილისის N2 სახლმშენებელი კომბინატის მთავარი ინჟინრის მოადგილედ, მთავარ მშენებლად, კომბინატის დირექტორად; 1994-2003წწ. სააქციო საზოგადოება "ბურჯის" გენერალური დირექტორი იყო; 2004 წლიდან მუშაობს შპს "აქსისის" უბნის უფროსად; მისი უშუალო მონაწილეობით აშენდა გლდანის, ვარკეთილის, დიდი დიღმის, ფონიჭალის საცხოვრებელი მასივები ქ. თბილისში; მიწისძვრით დაზარალებულ საჩხერის რაიონში აღდგენილ იქნა საცხოვრებელი სახლები და სხვა დანიშნულების ობიექტები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.236-237 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |