Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მალხაზ ზინზიბაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1982 წელს. 1982-1983წწ. მუშაობდა გაერთიანება "ცენტრმეტალურგრემონტში" რუსთავის მეტალურგიული ქარხნის რეკონსტრუქციაზე ოსტატად; 1983-1997წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სახლსაშენ კომბინატში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1997-2001წწ. სამშენებლო ტრესტ "საქგვირაბმშენში" მთავარ მშენებლად; 2001-2006წწ. სს "თბილისში" უბნის უფროსად; 2006-2008წწ. ხელმძღვანელობდა სამშენებლო ფირმა შპს "თბილისი-VI"-ს; 2008 წლიდან შპს "თბილისი-2-ის" დირექტორია; მონაწილეობდა მიწისძვრისგან დაზარალებული საჩხერის რაიონის შენობა-ნაგებობების აღდგენაში, საქართველოს საფეხბურთო ბაზის რეკონსტრუქციაში, წმ. სამების საკათედრო ტაძრის, "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" მაგისტრალური გაზსადენის, სავაჭრო ცენტრის, რესტორან "ასტორიის" (თბილისში) მშენებლობაში; ფოთში, ქუთაისში, თიანეთში, ხაშურსა და გარდაბანში სამედიცინო დაწესებულების, ადმინისტრაციული და სასამართლო შენობების სარეკონსტრუქციო და სიღნაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებში; ხელმძღვანელობდა უკრაინის საელჩოს მშენებლობას ქ. თბილისში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.237 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |