The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბიძინა ორაგველიძე

ბიძინა ორაგველიძე
Date of birth:22 June, 1934  (89 years)
Category:Public official, Sailor, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი შუხუთი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი 1955 წელს; ლენინგრადის ადმირალ მაკაროვის სახელობის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (ЛВИМУ) ჰიდროგრაფის სპეციალობით 1960 წელს.
1961-1964 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელში; 1964-1979 წლებში იყო შავი ზღვის, ნოვოროსიისკისა და საქართველოს საზღვაო სანაოსნოების არაერთი გემის კაპიტნის პირველი თანაშემწე; ნაპირზე დაბრუნებული იგი ადმინისტრაციულ სამსახურშია, 1979-1981 წლებში ასრულებდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს კადრების განყოფილების უფროსის საპასუხისმგებლო მოვალეობას; 1982-1995 წლებში ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელის უფროსია, რომელიც სწორედ მისი მმართველობის დროს, 1992 წელს გადაკეთდა პირველ ქართულ უმაღლეს საზღვაოსნო სასწავლებლად. არის ქართველ ზღვაოსანთა არაერთი თაობის მრავალი საამაყო წარმომადგენელის  პედაგოგი; საქართველოში საზღვაო საგანმანათლებლო დარგის ამაგდარი, ღვაწლმოსილი პედაგოგი და თვალსაჩინო ქართველი ზღვაოსანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com

Awards and Honors

  • 2012 - ღირსების ორდენი
  • 2011 - ღირსების ორდენი

Share: