The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მამია ზოდელავა

მამია ზოდელავა
Legal name:ივლიანე ზოდელავა
Date of birth:7 January, 1917
Date of death:2007  (at 89 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ახუთი, ჩხოროწყუს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1940 წელს.

მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის რკინიგზის სამშენებლო ორგანიზაციაში სამუშაოთა მწარმოებლად; სამამულო ომის დაწყებისთანავე, სამუშაოდ გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, კრასნოდარის მხარეში, სადაც მე-9 არმიის N1 სამშენებლო სამმართველოში მუშაობდა; სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ პარტიულ სამუშაოზეა, მუშაობდა საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტში; 1943 წლიდან იყო საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი და სექტორის გამგე; 1945 წელს აირჩიეს საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივნად; 1946-1953წწ. იყო საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი; იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი, რესპუბლიკური გაერთიანება ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე მშენებლობის დარგში, საქართველოს მშენებლობის მინისტრის მოადგილე, საქართველოს კვების მრეწველობის მინისტრის მოადგილე მშენებლობის დარგში, საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სამრეწველო, სამოქალაქო და სოციალური დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში. არის ომისა და შრომის ვეტერანი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.237-238; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.116

Awards and Honors

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: