Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ზურაბაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1969 წელს. მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" ინჟინრად; იყო ამავე ინსტიტუტის არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელი, დირექტორის მოადგილე; მონაწილეობდა რიგი ადმინისტრაციული, სამრეწველო და საცხოვრებელი დანიშნულების ობიექტების საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავებაში; გლდანის VII და ზღვის უბნის III მიკრორაიონების, 300-ბინიანი საცხოვრებელი სახლისა და კვარტალის (ქ. ტიუმენში, დასავლეთი ციმბირი) განაშენიანებაში, "დოსააფის" საზღვაო სასკოლო კომპლექსის, თბილისის ლენინის რაიკომის შენობის, გარემოს დაცვის გამოთვლითი ცენტრის, საქართველოს დიზაინერთა ფონდის სასწავლო-საწარმოო კომპლექსის (თბილისში), კასპის ცემენტის ქარხნის და სხვა ობიექტების მშენებლობაში; დაჯილდოებულია საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საპატიო სიგელით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.238
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |