შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ თაბაგარი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდრომშენებლის კვალიფიკაციით 1965 წელს. 1965 წელს მუშაობა დაიწყო სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში; მუშაობდა ინჟინრად "ენგურჰესის" ძალოვანი კვანძის სამშენებლო სამმართველოში; იმავე წელს გაწვეულ იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახურში; 1967-1981წწ. მუშაობდა "ენგურჰესის" ძალოვანი კვანძის სამშენებლო სამმართველოში სხვადასხვა უბნებზე ოსტატისა და უბნის უფროსის თანამდებობაზე; 1981-1987წწ. "ჟინვალჰესის" სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინრის მოადგილე იყო; 1987-1999წწ. სამშენებლო ტრესტ "კავკასგვირაბმშენში" ჯერ საგვირაბო რაზმის და შემდეგ სამონტაჟო სამმართველოს უფროსი იყო. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.239 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |