Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე ჯაში![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭოგნარი, ოზურგეთის მაზრა (ახლანდელი სამტრედიის რაიონი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი 1924 წელს. 1930-1935 წლებში იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო და სასწავლო ნაწილში, 1941-1973 წლებში - პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში; 1931-1934 წწ. და 1941-1981 წწ. ეკონომიკისა და ორგანიზაციის კათედრის გამგე. ი. ჯაშის მეთოდური მითითებები "სოციალისტურ სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა ორგანიზაცია" (1957, 1963) გამოყენებულია სსრკ უმაღლესი სასწავლებლების შესაბამისი საგნის მეთოდურ მითითებებში. მისი მონაწილეობით შედგენილი მუხრანის სასწავლო მეურნეობის საორგანიზაციო გეგმა სანიმუშოდ იქნა აღიარებული სსრკ უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლებისათვის. თანაავტორი და რედაქტორია დამხმარე სახელმძღვანელოებისა: "მებაღეობისა და მევენახეობის ორგანიზაცია კოლმეურნეობებში" (თბ. , 1954); "მემინდვრეობის ორგანიზაცია" (თბ., 1954); "მებოსტნეობის ორგანიზაცია კოლმეურნეობებში" (1953); "სუბტროპიკული მეურნეობის ორგანიზაცია" (თბ.,1951) და სხვა. მიღებული აქვს ნ. ი. ვავილოვის ოქროს მედალი და ორდენები. აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1946). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.547-548 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |