შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაკარ ჯაში![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვანი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი 1930 წელს. 1928-1933 წწ. მუშაობდა პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორად, სექტორის გამგედ. 1934 წელს საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის საორგანიზაციო განყოფილების გამგედ. 1934-1936 წწ. პარტიის ხაშურისა და დუშეთის რაიკომების მდივნის მოადგილედ. 1937-1938 წწ. პარტიის თბილისის პირველი მაისის რაიკომის პირველი მდივანი, თბილისის საქალაქო კომიტეტის მესამე მდივანი, 1938-1940 წწ. საქართველოს კპ (ბ) ცკ-ს მესამე მდივანი, 1940-1947 წწ. საქართველოს სახალხო კონტროლის კომისარი, შემდეგ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს ამიერკავკასიის ფრონტის საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის და სახკომსაბჭოს რწმუნებული, 1947-1953 წწ. საქართველოს სსრ სატყეო მეურნეობის მინისტრი, 1953-1954 წწ. საქართველოს კპ აჭარის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი, 1955-1972 წ. საბჭოთა სამეურნეო და პროფკავშირულ ხელმძღვანელ სამუშაოზე იყო. 1972 წლიდან საკავშირო მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი. დაჯილდოებულია მედლებით. პარტიული და საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.548; კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა კავშირის ისტორიის ცნობარი (1889-1991) - www.knowbysight.info ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |