The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აზა დანელია

აზა დანელია
Date of birth:1934  (90 years)
Category:Engineer, Scientist, Technologist, Chemist

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი 1957 წელს და ასპირანტურა ანალიზური ქიმიის კათედრაზე 1970 წელს.

1958-1963წწ. ტრესტ "იჟმშენის" მე-4 სამშენებლო სამმართველოს ტექნიკურ განყოფილებაში იმუშავა ინჟინრად. 1967 წელს ის ანალიზური ქიმიის კათედრაზე იწყებს მუშაობას ჯერ ლაბორანტად, შემდეგ მასწავლებლად(1971) და დოცენტად. 1980 წელს გარემოს დაცვის კათედრა შეიქმნა და ა. დანელიამ ამ კათედრაზე გააგრძელა მოღვაწეობა სასწავლო ნაწილში კათედრის გამგის მოადგილის თანამდებობაზე; ამავე წელს იყო დ. მენდელეევის სახ. საკავშირო ქიმიური საზოგადოების საქართველოს რესპუბლიკური სამმართველოს გარემოს დაცვის სექციის თავჯდომარის მოადგილე; წლების მანძილზე ის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე იყო. არის 36 სამეცნიერო ნაშრომის, რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი და მრავალი სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციის მონაწილე. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1971), დოცენტი.

წყარო:საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.50-51

Member of Organizations

  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ასოცირებული წევრი (1995-)

Bibliography


Share: