Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოსებ გობეჩია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, ოდესის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი 1908 წელს, გრენობლის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. სწავლის პერიოდში, სტუდენტთა 1901 წლის მღელვარების დროს დააპატიმრეს გამოსვლებში მონაწილეობის გამო და ადმინისტრაციული წესით გაასახლეს - დააბრუნეს საქართველოში. ამავე წელს ისევ დააპატიმრეს საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლისთავის აღსანიშნავ იუბილეზე საპროტესტო სიტყვის წარმოთქმის გამო და ადმინისტრაციული წესით უკან - ოდესაში გაასახლეს. 1905 წელს ჩამოაყალიბა სოციალისტ-რევოლუციონერთა მებრძოლი რაზმი, რომელმაც განახორციელა ტერორისტული აქტები სადამსჯელო ოპერაციების ხელმძღვანელ გენერალ მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკიზე ქუთაისში, მაზრის უფროს კეღამოვზე - ოზურგეთში და პოლიცმეისტერ მარტინოვზე - ტფილისში. 1909-1911წწ. ცხოვრობდა და მუშაობდა ბაქოში - კითხულობდა ლექციებს სახალხო უნივესიტეტში. ჟანდარმერიის მიერ დევნის გამო იძულებული გახდა, გაქცეულიყო საზღვარგარეთ. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა პეტროგრადში, საიდანაც დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა, თანაპარტიელმა ალექსანდრე კერენსკიმ კავკასიის ფრონტის კომისრად გაგზავნა. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ცდილობდა საოკუპაციო რეჟიმთან კომპრომისის მიღწევას. 1922 წლის გაზაფხულზე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის ჩამოყალიბებისას იყო საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა (მემარჯვენეების) წარმომადგენელი კომიტეტში. დაარსების შემდეგ დამკომმა საკუთარ წარმომადგენლად საიდუმლოდ მიავლინა საზღვარგარეთ ინტერპარტიული კომიტეტისთვის ინფორმაციის გადასაცემად. შემდგომ წლებში აქტიურად მონაწილეობდა ემიგრაციის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში; აქვეყნებდა სტატიებს ემიგრანტულ გამოცემებში. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.200 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |