Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკა გილაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტზე; 1998 წელს დაამთავრა ინგლისის ბიურნემოუტნის კოლეჯის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები; 1999–2000წწ. სწავლობდა ფილადელფიის ტემპლის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში საერთაშორისო ბიზნეს მენეჯმენტს. 1999 წლიდან მუშაობდა დუბლინის საერთაშორისო საფინანსო ცენტრში; 2000 წელს ფილადელფიის მცირე ბიზნესის განვითარების ცენტრის ფინანსური კონსულტანტი; 2001 წლიდან საქართველოს ტელეკომის ფინანსური კონსულტანტი; 2002 წლიდან ესპანური კონსორციუმის - იბერდროლას ფინანსური კონსულტანტი; 2003-2004წწ. ირლანდიური კომპანია ი-ეს-ბი-ის საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მენეჯმენტ-კონტრაქტორი, ფინანსური მაკონტროლებელი; 2004 წლიდან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი; 2007-2009წწ. საქართველოს ფინანსთა მინისტრი; 2009-2012წწ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საჯარო სექტორის დატოვების შემდეგ დააფუძნა საკონსულტაციო კომპანია Reformatics. წყარო: საქართველოს მთავრობის ვებგვერდი: gov.ge; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 78
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |