The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ თათეიშვილი

რევაზ თათეიშვილი
Date of birth:24 August, 1929  (96 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1953 წელს.

1953-1954წწ. მუშაობდა რუსეთში, ქალაქ ბეჟიცაში (ბრიანსკის ოლქი) მშენებელ-ოსტატად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1954 წლიდან საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში მუშაობდა; იყო სამუშაოთა მწარმოებელი, უბნისა და სამმართველოს უფროსი, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინერი და მმართველი, საქართველოს მშენებლობის მინისტრის მოადგილე; 1991 წლიდან მუშაობდა რესპუბლიკური სამშენებლო გაერთიანება "საქქალაქმშენის" უფროსის მოადგილედ, ხოლო 1996 წლიდან სს "ქალაქმშენის" დირექტორი იყო; უშუალოდ ხელმძღვანელობდა რესპუბლიკაში მნიშვნელოვანი სამოქალაქო და სამრეწველო ობიექტების მშენებლობას; მათ შორისაა დიდი საკონცერტო დარბაზი (თბილისში), ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრი და ცენტრალური უნივერმაღი, კურორტოლოგიის ინსტიტუტი, ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი, საცხოვრებელი სახლისა და საგანმანათლებლო ობიექტები; დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.241; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.238

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1998 - ღირსების მედალი
    სამშენებლო სფეროში მიღწეული წარმატებისთვის, მსხვილი ობიექტების მშენებლობაში შეტანილი დიდი წვლილისა და შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: