Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ციური დარჩიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. დედოფლისწყარო. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1972 წელს. 1972 წლიდან ც. დარჩიაშვილი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მოღვაწეობს მეტალურგიული ფაკულტეტის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერ-მუშაკიდან ამავე ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორამდე და ნაყოფიერ სამეცნიერო-პედაგოგიურ და კვლევით მოღვწეობას ეწევა. არის მრავალი ნაშრომის, მეთოდური მითითებისა და სახელმძღვანელოს ავტორი. მისი გამოგონებები დიდი წარმატებით სარგებლობს და მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. 1986 წელს ის ქ. ტოლიატში გამართული საერთაშორისო გამოფენის დიპლომით დაჯილდოვდა. 1986 წელს მისი გამოგონება შეისყიდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქარხანამ, თავად მეცნიერს კი პრემია გადაეცა. 1988-1989წწ. ც. დარჩიაშვილი გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა გერმანიის ქალაქ დრეზდენის ტექნიკურ უნივერსიტეტში. მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს (1987), სსრკ მინისტრთა საბჭოსა (1990) და საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის (1987) პრემიები. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1987), ასოცირებული პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.51-52 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |