The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მურმან ჯგუბურია

მურმან ჯგუბურია
Date of birth:12 June, 1938
Date of death:6 August, 2020  (at 82 years)
Category:Translator, Writer, Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ოქუმი, გალის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის პოლიგრაფიული ინსტიტუტი 1972 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა გვირაბგამყვანად, მძღოლად, ჟურნალ "საუნჯის" განყოფილების გამგედ, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" რედაქტორად, გაზეთ "სიტყვის" მთავარ რედაქტორად.  მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1958 წელს ზუგდიდის საქალაქო გაზეთ "მებრძოლში", პირველი პოეტური კრებული "ლექსები" - 1969 წელს. მას ეკუთვნის ლექსთა კრებულები "მდინარის პირა ყანა" (1977), "შენ იყურები სარკმლიდან ახლა" (1983), "ლექსები" (1984),  "ოდიშური სანახები", "შუადღის კარი", "ეკატერინე ჭავჭავაძე", "შინაური გარემო";  რომანი "ორი თვალი" (1984), აგრეთვე ი. ბუნინის ლექსების თარგმანი (კრებული "შემოდგომა", 1975). თარგმნილი აქვს მსოფლიო პოეზიის ბევრი სხვა წარმომადგენლის ლექსები, ცალკეული ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, პოლონურ ენებზე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.550; kvira.geქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 415

Bibliography


Share: