The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლია დემეტრაძე

ლია დემეტრაძე
Legal name:ლეილა დემეტრაძე
Date of birth:19??
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ვარხანი, ადიგენის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ტყავის ნაკეთობათა ტექნოლოგის სპეციალობით.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ საფეიქრო და მსუბუქი მრეწველობის კათედრაზე ლაბორანტად დაიწყო მუშაობა. 1974 წელს სამუშაოდ თბილისის ტყავ-საგალანტერიო ფაბრიკაში გადავიდა სამუშაოდ, სადაც ორი წელი საამქროს უფროსად მუშაობდა, შემდეგ საყოფაცხოვრებო მომსახურების საპროექტო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ფეხსაცმლისა და ტყავ-საგალანტერიო ნაწარმის სექტორის უფროსი იყო. მერე კი თბილისის ინდივიდუალური კერვისა და შეკვეთების გაერთიანების ხელმძღვანელობა ანდეს, მაგრამ დიდხანს არც აქ გაჩერებულა და ისევ საპროექტო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში დაბრუნდა და საყოფაცხოვრებო მომსახურების მთავარ სპეციალისტად გააგრძელა მუშაობა. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ინსტიტუტი მრავალდარგოვან საწარმო ფირმა "ტექნოსერვისად" გადაკეთდა, ის  საინჟინრო-ეკონომიკური ცენტრის უფროსად გადაიყვანეს. 1993 წლიდან  ლ. დემეტრაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მის მიერვე შექმნილი მსუბუქი მრეწველობის ნაწარმის მოდელირებისა და ტექნოლოგიის კათედრის გამგის თანამდებობას იკავებს. არის 36 სამეცნიერო ნაშრომის, ოთხი წიგნის ავტორი და თანაავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, სრული პროფესორი.

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.53-54

Bibliography


Share: