Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო დოლიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამკერვალო ნაკეთობათა ტექნოლოგის სპეციალობით 1977 წელს და მოსკოვის მსუბუქი მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა 1991 წელს. 1979-1981წწ. ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი და საფეიქრო მრეწველობის მანქანებისა და აპარატების კათედრაზე მუშაობს: ლაბორანტად (1981-1992), ასისტენტად (1991-1994), უფროს მასწავლებლად (1994-2006), დოცენტად, პროფესორად. 2008 წელს კი მას გამოყენებითი დიზაინისა და მსუბუქი მრეწველობის ტექნოლოგიის დეპარატმენტის კოორდინატორად ინიშნება. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის მნიშვნელოვანი შედეგები თავმოყრილია 60 გამოქვეყნებულ ნაშრომსა და 18 მეთოდურ მითითებაში. ის ასევე 3 საავტორო მოწმობასაც ფლობს. ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით მას უნივერსიტეტის დამსახურებული მუშაკის წოდება მიენიჭა. ნ. დოლიძე არის 2007 წელს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო გრანტის "საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო უნიფორმის დამუშავება" და "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა სამოსის დამუშავება ქართული ორნამენტის აღდგენით" სამეცნიერო ხელმძღვანელი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1991), პროფესორი(2008). სადისერტაციო თემა -"ხელოვნური ბეწვის ტანსაცმლის ულტრაბგერითი შედუღების ტექნოლოგიური პროცესების კვლევა და დამუშავება". წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.54-56 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |