The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯიმშელი ჯიმშელეიშვილი

ჯიმშელი ჯიმშელეიშვილი
Legal name:გალაქტიონ ჯიმშელეიშვილი
Date of birth:16 April, 1903
Date of death:11 April, 1974  (at 70 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ცხუნკური, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1929 წელს.

1930 წლიდან იყო საკავშირო საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ "ჰიდროენერგოპროექტის" თბილისის განყოფილებაში ინჟინერი, ჯგუფის უფროსი; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1934 წლიდან არის ხრამჰეს-1-ის საპროექტო ბიუროს ძალოვანი კვანძის მთავარი ინჟინრის მოადგილე, ბიუროს უფროსი; 1934-1939წწ. მისი ხელმძღვანელობით დაპროექტებულია დაშტაკულარის, სადახლოს, თრიალეთის, ცაგერის, სოლორის, კეხვის, რიწეულისა და ცხინვალის ჰესები. 1938-1955წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კათედრას; 1936-1942წწ. - სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1943-1967წწ. - თბილისის ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1956 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კითხულობდა ლექციების კურსს "ჰიდროტექნიკური მშენებლობის" სპეციალობაში; მისი სამეცნიერო მოღვაწეობა მიმდინარეობდა ღია კალაპოტების ჰიდროტექნიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობების ახალი რაციონალური კონსტრუქციების შექმნის მიმართულებით; ავტორია 45 გამოქვეყნებული ნაშრომის. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1939), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1954).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.565; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.454-455

Member of Organizations

  • სკკპ , წევრი (1943-)

Awards and Honors

  • 1960 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: