შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ჯინორია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. რიგა, ლატვიის რესპუბლიკა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენისა და ლიტერატურის განყოფილება 1933 წელს. 1939 წლიდან გარდაცვალებამდე კითხულობდა დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1962 წლიდან იყო დოცენტი გერმანული ფილოლოგიის კათედრაზე. ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო, კრიტიკული და თეორიული შრომა, რომელთაგან მნიშვნელოვანია: "გოეთეს შემოქმედებითი გზა" (1966, ქართულ ენაზე; 1984, 1984, რუსულ ენაზე), "გერმანული ფილოსოფიური ლირიკა" (თარგმანი და კომენტარები, 1981), "სოციალისტური რეალიზმის სპეციფიკისათვის" (1956), "ილია ჭავჭავაძის რეალიზმის საკითხისათვის" (1957), "ხელოვნების სპეციფიკის შესახებ" (1957) და სხვა. მისი რამდენიმე ნაშრომი გამოქვეყნებულია გერმანულ ენაზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.566 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |