შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი თაყაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა ამიერკავკასიის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-კონსტრუქტორის კვალიფიკაციით 1935 წელს. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენის" სისტემაში, "გზამშენში", რკინიგზის სალიანდაგო სამსახურში, გორის საფეიქრო და თბილისის საავიაციო ქარხნების მშენებლობაზე, კითხულობდა ლექციებს ტოპოგრაფიულ, ინდუსტრიულ და რკინიგზის ტექნიკუმებში; 1941-1945წწ. იყო სამამულო ომის მონაწილე; 1948 წლიდან მუშაობდა მელიორაციის ს/კ ინსტიტუტში; 1968 წელს მიიწვიეს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დოცენტად, სადაც შემდგომ პერიოდში, როგორც მეცნიერი და კათედრის პროფესორ-კონსულტანტი ნაყოფიერად მოღვაწეობდა; წლების განმავლობაში იყო სამშენებლო ფაკულტეტის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს მდივანი და სატრანსპორტო და სამთო ფაკულტეტების სამეცნიერო საბჭოს წევრი; ჰქონდა ფუნდამენტური გამოკვლევები საპროპელის მოპოვებისა და დამუშავების, გამოუყენებელი მიწების ათვისების, სამელიორაციო მშენებლობისა და მიწის სამუშაოების ჰიდრომექანიზაციის სფეროში; იყო 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 5 მონოგრაფიის ავტორი; სამამულო ომში მონაწილეობისათვის დაჯილდოებული იყო საბრძოლო მედლებით.მინიჭებული ჰქონდა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატისა და დოქტორის ხარისხი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.242 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |