The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაზა ხინკილაძე

ზაზა ხინკილაძე
Date of birth:27 May, 1968  (56 years)
Category:Sailor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებლის (ОВИМУ) დასწრებული სწავლების ინჟინერ-გემთწამყვანთა ფაკულტეტი. სწავლის პერიოდში აშშ-ს ქალაქ ბალტიმორის საზღვაო აკადემიაში  გაიარა ერთწლიანი კურსი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.

ზღვაში საქმიანობა ოდესიდან, შავი ზღვის სანაოსნოს სამგზავრო ფლოტის გემებზე დაიწყო თავდაპირველად საკრუიზო ლაინერების «КАЗАХСТАН», «АЗЕРБАЙДЖАН»-ისა და «ФЕДОР ШАЛЯПИН»-ის კაპიტნის მეოთხე თანაშემწედ, მოგვიანებით კი სამშობლოში დაბრუნდა და საქართველოს საზღვაო სანაოსნოს არაერთი ტანკერისა და ბალკერის კაპიტნის მესამე, მეორე და უფროსი თანაშემწის მოვალეობებს ასრულებდა. ცურავდა გემებზე : "LEON", "LEVAN", "NIKO K" და სხვა. 2000 წელს ზაზა ხინკილაძე შორეული ნაოსნობის კაპიტნად დაამტკიცეს და მას შემდეგ დღემდე მსოფლიოს სხვადასხვა სანაოსნო კომპანიების (ნორვეგიის, საბერძნეთის, სინგაპურის) გემების ეკიპაჟებს მეთაურობს. 2006-2009 წლებში სინგაპურის საზღვაო აკადემიაში გაიარა ე.წ. DP კურსები, რის შემდეგაც ორი წლის მანძილზე ნორვეგგიის ოფშორულ კომპანიაშიც საქმიანობდა. ამჯერად კაპიტანი ზაზა ხინკილაძე ბერძნული სანაოსნო კომპანიის გემების (ძირითადად ტანკერები) ეკიპაჟებს მეთაურობს. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: