The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ დავითაძე

ზურაბ დავითაძე
Date of birth:10 December, 1976  (47 years)
Category:Sailor

Biography

 დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

1993 წელს, ბათუმის ნ. ბარათაშვილის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის დამთავრების შემდეგ, 1994 წელს ჩაირიცხა და სწავლა განაგრძო საქართველოს სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში, რომლის გემთწამყვანობის ფაკულტეტი ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით დაასრულა 1999 წელს. 
1997 წელს საზღვაო-სასწავლო პრაქტიკა გაიარა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერ «Командарм Федько»-ზე.
2000 წლიდან ზურაბ დავითაძე ზღვაში საქმიანობას სანაოსნო კომპანია «Columbia Shpmanagement»-ის გემებზე იწყებს და თავდაპირველად კაპიტნის მეოთხე, შემდეგ კი მესამე და მეორე თანაშემწედ დაცურავს. 2004 წელს, საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, იგი ჯერ კაპიტნის უფროსი თანაშემწე, 2008 წლის იანვრიდან კი შორეული ნაოსნობის კაპიტანი ხდება და მას შემდეგ დღემდე სხვადასხვა უცხოური სანაოსნო კომპანიის კუთვნილი არაერთი საზღვაო ხომალდის, მათ შორის: «FORTUNA II», «YAZAN Z», «BRITT», «OLIVIA 1», «VELA», «ASPAM SUN», «LADY VENUS», «WAFFLE RACER»-სა და «BEN NEVIS»-ის ეკიპაჟებს მეთაურობს. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: