შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლია ვარაზაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1958 წელს და სანკტ-პეტერბურგის სამთო ინსტიტუტის ასპირანტურა. 1958 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში: ჰიდროლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის კათედრაზე, პრობლემურ ლაბორატორიაში და შემდეგ ისევ თავის მშობლიურ კათედრაზე. 1991-2001 წწ. ჰიდროლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის კათედრის გამგის თანამდებობას იკავებდა. ლ. ვარაზაშვილს საინჟინრო გეოლოგიისა და მელიორაციული ჰიდროლოგიის დარგში 100-ზე მეტი გამოქვეყნებული ნაშრომის, რამდენიმე სახელმძღვანელოს და მონოგრაფიის ავტორია. წლების მანძილზე იყო უნივერსიტეტისა და სამთო-გეოლოგიური სამეცნიერო საბჭოს წევრი, აქტიურად მუშაობთა ქალთა ასოციაციის მუშაობაში და საგამომცემლო საქმიანობაში. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი. წყარო:საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.58-59 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |