შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ თევდორაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აცანა, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1967 წელს. 1967-1972წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1972 წელს დაინიშნა იმავე სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1974 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N14 სამშენებლო ტრესტის N3 სამშენებლო სამმართველოს; მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ქ. თბილისის მიკრორაიონების განაშენიანების სამუშაოებს. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.242
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |