The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი თვალავაძე

გიორგი თვალავაძე
დაბადების თარიღი:30 ივლისი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1969 წელს.

მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1978-1999წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N14 სამშენებლო ტრესტის რკინაბეტონის ქარხნის დირექტორი, N6 სამშენებლო სამმართველოს უფროსი, N1 სახლმშენებელი კომბინატის გენერალური დირექტორი; მონაწილეობდა მსხვილი სამოქალაქო ობიექტების მშენებლობაში, სტიქიით დაზიანებული შენობა-ნაგებობების აღდგენაში; გამოქვეყნებული და წარმოებაში დანერგილი 17 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.246; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.251

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - საქართველოს დამსახურებული მშენებელი
  • 1999 - ღირსების ორდენი
    სამშენებლო სფეროში მიღწეული წარმატებისთვის, სამოქალაქო დანიშნულების მსხვილი ობიექტების მშენებლობაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და სტიქიის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების აღდგენისას მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენისათვის

გააზიარე: