შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბადრი თოდუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს. 1960-1965წწ. მუშაობდა საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოში უფროს ინჟინრად; 1965-1975წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს აპარატში, ამავე სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის საწარმოო-ტექნოლოგიური კომპლექტაციის სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; 1975-1994წწ. ამავე ტრესტის მმართველის მოადგილედ; 1995 წლიდან სს სამშენებლო კომპანია "თბილისის" გენერალური დირექტორის მოადგილე იყო; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით, თბილისში, რუსთავში, მცხეთის, თიანეთის, თეთრიწყაროს, წალკის, მარნეულის, გარდაბნის რაიონებში აშენდა სასოფლო-სამეურნეო თუ სოციალური დანიშნულების ასობით ობიექტი: მეფრინველეობის ფაბრიკები, მეცხოველეობის კომპლექსები, საავადმყოფოები, ადმინისტრაციული შენობები, საკონსერვო ქარხნები, რკინაბეტონის ნაკეთობათა კომბინატები, სკოლები, საბავშვო ბაღები; მათ შორის არსანიშნავია კომკავშირული ქალაქი "ბორის ძნელაძე", თბილისის ლუდის ქარხანა "ყაზბეგი-კასტელი", საქართველოს საფეხბურთო ნაკრების საწვრთნელი ბაზა დიღომში, "თბილისი-ბათუმის" გაზსადენი, თბილისის "დინამოს" ფეხბურთელთა გუნდის ბაზა, ბ. პაიჭაძის სახელობის "დინამოს" სტადიონის (რეკონსტრუქცია-განახლება), ქობულეთის 80-მეგავატიანი თბოელექტროსადგური; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი სტიქიით დაზარალებული სომხეთისა და საქართველოს მაღალმთიანი რაიონების მოსახლეობისათვის ახალი დასახლებების მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.247
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |