Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ჯიღაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი პატარძეული, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით 1930 წელს. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს სხვადასხვა გეოლოგიურ პარტიებში. 1930 წლიდან მუშაობდა "ჰიდროენერგოპროექტში". ორმოცი წლის მუშაობის განმავლობაში შეასრულა ყველა ჰიდროელექტროსადგურის პროექტების გეოლოგიური დასაბუთება. ტექნიკურ დახმარებას უწევდა სახალხო დემოკრატიულ ქვეყნებს (რუმინეთს, ბულგარეთს, ერაყს). მისი გამოკვლევები ეხება ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საინჟინრო-გეოლოგიურ საკითხებს. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.568; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 343; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.457 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |