Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით გიორგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1982 წელს. 1982-1989წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურა და ასპირანტურა ქ. მოსკოვის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში და მიიღო ონკოლოგისა და ონკოქირურგის კვალიფიკაცია. 1989-2009წწ. მუშაობდა ქ. თბილისის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში, გაიარა გზა ქირურგის თანამდებობიდან თორაკალური ქირურგიის განყოფილების გამგემდე; 2006 წელს მიენიჭა დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის ("აიეტი") პროფესორის წოდება; 2009 წლიდან მუშაობს კლინიკა "კონსილიუმ მედულაში"; 2011 წლიდან არის ამავე კლინიკის კლინიკური მიმართულებების ხელმძღვანელი, ასევე ზოგადი ონკოლოგიის რეზიდენტურის ხელმძღვანელი. 90-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მრავალი საერთაშორისო კონგრესისა და სიმპოზიუმის მონაწილე, ასევე 6 კლინიკური კვლევის (4 ონკოლოგიური და 2 ქირურგიული) მთავარი მკვლევარი. იგი საქართველოში ერთ-ერთ წამყვან თორაკალურ ქირურგად ითვლება. მის მიერ პირველად საქართველოში შესრულდა რადიკალური ქირურგიული ჩარევა (პნევმონექტომია, პლევრექტომია, პერიკარდისა და დიაფრაგმის რეზექცია, ამ უკანასკნელის ხელოვნური ბადით პლასტიკით) პლევრის მეზოთელიუმის გამო. დავით გიორგაძე აგრეთვე არის თორაკოსკოპიური ქირურგიის ერთერთი ფუძემდებელი საქართველოში. ქირურგი, ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადისერტაციო თემა - "გართულებული ფილტვის კიბო (კლინიკა-დიაგნოსტიკა, მკურნალობა)", დაიცვა 1989წელს. წყარო: newhospitals.ge; medconsilium.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |