Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იგორ გიორგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზაისანი, ყაზახეთი. დაიბადა სსრკ-სა და ჩინეთის საზღვარზე მესაზღვრის ოჯახში. დაამთავრა საშუალო სკოლა 1967 წელს; მიიღო მუსიკალური განათლება ვიოლინოს განხრით; სიყმაწვილეში აქტიურად მისდევდა სპორტის მრავალ სახეობას (ფეხბურთი, კალათბურთი, ხელბურთი); დაამთავრა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ-ი) უმაღლესი სკოლა მოსკოვში 1973 წელს. 1973-1995წწ. რესპუბლიკის უშიშროების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა; 1980-1981წწ. მონაწილეობდა სსრკ სუკ-ის სპეციალური დანიშნულების რაზმ "კასკადის" საბრძოლო ოპერაციებში ყანდაარში, ავღანეთში; 1991-1992 წწ. სამოქალაქო ომში მონაწილეობდა ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგეთა მხარეს; 1993-1995წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრი; 1995 წელს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა; იმავე წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ღია წერილის შემდეგ იგი ფაქტობრივად გადავიდა ღია კონფრონტაციაზე; საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 1995 წლის 20 ნოემბერს ინტერპოლის წითელი ცირკულარით იგორ გიორგაძეზე ძებნა გამოცხადდა. ძებნაში ყოფნისას გიორგაძემ დააფუძნა პარტია "სამართლიანობა" და ორგანიზაცია "ანტისოროსი". მიღებული აქვს 15 სახელმწიფო ჯილდო, მათ შორის მედალი "საბრძოლო მიღწევებისათვის"; გენერალ-ლეიტენანტი (1994). წყარო: საქართველო:ენციკლოპედია., ტ. 2. - თბ., 2012 . -გვ.14; XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები /თუშურაშვილი ო., ჯახუა ი. - თბ., 2013. - გვ.126-127
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |