Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ოლთისარი![]()
BiographyXI საუკუნის ქართველი სასულიერო მოღვაწე, ათონელი ბერი, წარმოშობით ოლთისიდან. ცნობები მის შესახებ დაცულია "გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში". ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი 1066 წლიდან. გიორგის წინამძღვრობის დროს მისი წინამორბედის, გიორგი მთაწმინდელის ნეშტი ივერთა მონასტრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადაასვენეს და გიორგი მაშენებელის გვერდით დაკრძალეს. გიორგი ოლთისარის მოღვაწეობის დროს მონასტერს მფარველობას უწევდა ბიზანტიის დედოფალი, ბაგრატ IV-ის შვილი მარიამი; ათონზე გრძელდებოდა მწიგნობრული საქმიანობა, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული თვით გიორგიც. ამას ადასტურებს მისი მოხსენიება არაერთი ხელნაწერის კოლოფონში (განსაკუთრებით აღსანიშნავია 1074 წლის "ათონის კრებული" A-558). 1071 წელს გიორგის მეცადინეობით ივერთა მონასტერმა დაიბრუნა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლების მიერ მელიციანში (სტრიმონის თემი, საბერძნეთი) მითვისებული მიწები. წყარო: Wikiwand: www.wikiwand.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |