შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იუზა თოფურია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხუნწი, მარტვილის რაიონი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს. 1959-1964წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო როსტოვის სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "სამხრეთფოლადკონსტრუქციების" ("იუჟსტალკონსტრუქციის") რუსთავის სამონტაჟო სამმართველოში ოსტატად; მუშაობდა ამავე სამმართველოს ქუთაისის, ჭიათურის, ზესტაფონის უბნებზე სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1964-1966წწ. იყო ამავე ტრესტის ქუთაისის სამმართველოს მთავარი ინჟინერი, უფროსი; 1966-1972წწ. რუსთავის სამმართველოს უფროსი; 1972-1995წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სპეციალური და სამონტაჟო სამუშაოების მთავარი სამმართველოს "საქმთავარმონტაჟსპეცმშენის" უფროსის მოადგილედ; 1995 წლიდან სს ბიზნესცენტრ "მონტაჟსპეცმშენის" გენერალური დირექტორია; ხელმძღვანელობდა რუსთავის მეტალურგიული და ზესტაფონის ფეროშენადნობის ქარხნების, თბილისის ქარხანა "ცენტროლიტის", რუსთავის ქიმიური, გორის ბამბეულისა და ჭიათურის მანგანუმის კომბინატების, თბილისსა და ერევნის ტელეანძების, კოსმოსში გასაშლელი ანტენის სტენდის (საგურამოში) დამონტაჟებას, სხვადასხვა სპეცდანიშნულების რთული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობას; მონაწილეობდა ჭიათურის მანგანუმის გამამდიდრებელი ფაბრიკის, ქუთაისის ავტოქარხნის, რკინაბეტონისა და ელექტრომექანიკური ქარხნების, საკონდიტრო და საქსოვი კომბინატების, სენაკის ხალიჩების ფაბრიკის, ზუგდიდის ფაიფურისა და სოხუმის ხელსაწყოების ქარხნების, ინგირის ქაღალდის კომბინატის, ეშერის წისქვილკომბინატისა და სხვა მნიშვნელოვანი სამრეწველო ობიექტების მშენებლობა-რეკონსტრუქციაში; არის სახელმწიფო ორდენებისა და მედლების კავალერი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.249-250 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |