| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან თოფურია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ინჟინრის სპეციალობით 1951 წელს. 1951-1958წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახწყალპროექტში" ინჟინერ-დამპროექტებლად, ჯგუფის ხელმძღვანელად და განყოფილების გამგედ; 1958 წელს გადაიყვანეს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N8 სამშენებლო ტრესტის სამმართველოს მთავარ ინჟინრად, შემდეგ იყო იმავე სამმართველოს უფროსი; 1962 წელს დაინიშნა ამავე სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ, მთავარ ინჟინრად, ხოლო 1974 წელს დააწინაურეს საქართველოს მშენებლობის მინისტრის მოადგილედ; 1978 წელს დაინიშნა საქართველოს მინისტრთა საბჭოს მომარაგების სახელმწიფო კომიტეტის "საქმთავარმომარაგების" თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, 1980 წელს თავმჯდომარედ. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.250 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

