The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რომეო თუთაშვილი

რომეო თუთაშვილი
დაბადების თარიღი:31 იანვარი, 1922
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 2012  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1943 წელს.

1957 წლიდან დაიწყო შრომითი საქმოანობა; სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა: "თბილმშენინდუსტრიის" ასფალტ-ბეტონის ქარხანას, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს საწარმოო ტრესტ "საქმშენინდუსტრიის" რკინაბეტონის კომბინატს, იმავე სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N9 სამშენებლო სამმართველოს; იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N14 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილე, N3 სახლმშენებელი კომბინატის კარკასულ-პანელოვანი ქარხნის დირექტორი; 1994 წლიდან იყო სს კარკასულ-პანელოვანი ქარხანა "მაღელივმშენის" გენერალური დირექტორი; უშუალოდ მონაწილეობდა (16 და 18-სართულიანი) საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების სეისმომედეგი, უნიფიცირებული ანაკრები რკინაბეტონის კარკასული ნაკეთობების (სერია-იის-04) ათვისებისა და დანერგვის საქმეში, რისთვისაც სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატობა მიენიჭა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.251; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.293

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სამშენებლო სფეროში მიღწეული წარმატებისთვის, მსხვილი ობიექტების მშენებლობაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
    ტექნიკის დარგში
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: