The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაფი თურქიანი

რაფი თურქიანი
დაბადების თარიღი:1929  (96 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1951 წელს.

სამუშაოდ გაანაწილეს უკრაინაში, დონეცკის ქვანახშირის მოპოვების აუზში, სადაც მუშაობის დაწყებიდან ორ წელიწადში, ცვლის ინჟინრის თანამდებობიდან დაწინაურდა შახტმშენებელი სამმართველოს უფროსის თანამდებობამდე; 1955 წელს დაინიშნა უმსხვილესი შახტსამშენებლო ტრესტის "სტალინშახტაგაყვანის" მთავარ ინჟინრად; რამდენიმე წლის შემდეგამ ტრესტის მმართველი იყო 1977 წლამდე; 1977 წლიდან რესპუბლიკური გაერთიანება "უჯრშახტმშენს" ხელმძღვანელობდა; 1987 წლიდან იყო საპროექტო-ტექნოლოგიურ ტრესტ "ორგტექშახტმშენის" უცვლელი მმართველი; ჩერნობილის ატომურ სადგურზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ ხელმძღვანელობდა ატომური რეაქტორის ქვეშ ბეტონის მძლავრი ფილის შექმნის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს, რეკორდულ ვადაში (41 დღეში) მოწყობილი ბეტონის ფილა საიმედოდ ასრულებს თავის დანიშნულებას; 1956 წელს მისი უშუალო ხელმძღვანელობით დამყარებულ იქნა შახტების ვერტიკალური ჭაურების გაყვანის მსოფლიო რეკორდი (281,1 მეტრი მზა ჭაური თვეში), რისთვისაც მას, სპეციალისტების ჯგუფთან ერთად, 1957 წელს (28 წლის ასაკში) მიენიჭა ლენინური პრემია. მსოფლიო რეკორდი დღესაც მოქმედებს სამთო მშენებლობაში; იყო 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და სახელმძღვანელოს ავტორი, რომლებიც თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ჩინურ, ჩეხურ და მსოფლიოს სხვა ხალხთა ენებზე; იყო ლენინის პრემიის პირველი ლაურეატი საქართველოდან, ყველაზე ახალგაზრდა და ეროვნებით პირველი სომეხი ლენინური პრემიის ლაურეატი; დაჯილდოებული იყო მრავალი მედლით; იყო "მეშახტეთა ბრწყინვალების" საპატიო ნიშნის (I, II, და III) სრული კავალერი; იყო ბაიკანურის კოსმოდრომის საპატიო მშენებელი; მისი სახელი შეტანილია ბიოგრაფიულ ცნობარში "ვინ ვინ არის მსოფლიოში" (ნიუ-იორკი, 1999წ.), ბრიტანეთის ბიოგრაფიულ ცნობარში "XX საუკუნის თვალსაჩინო პიროვნებები" და "დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში". ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.253

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • უკრაინის მშენებლობის აკადემია, ნამდვილი წევრი
  • უკრაინის სამთო მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1957 - ლენინური პრემია (ერთობლივი გამარჯვება)
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • ლენინის ორდენი (2 ორდენი)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: