The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ თუშიშვილი

ზურაბ თუშიშვილი
დაბადების თარიღი:7 აპრილი, 1925  (100 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დუნთა, საჩხერის რაიონი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1948 წელს.

1948-1962წწ. მუშაობდა უკრაინაში, ციმბირში, ჩრდილოეთ კავკასიაში - რკინიგზების, ხიდების და გვირაბების მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად, უბნისა და სამმართველოს უფროსად; 1962-1998წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტრის N1 სამშენებლო ტრესტში საწარმოო კომბინატის დირექტორად; ამავე სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტში სამმართველოს უფროსად; 1998 წლიდან სს "ქვემო ქართლის" ფილიალის დირექტორია; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვემო ქართლის რეგიონის სასოფლო-სამეურნეო, გადამამუშავებელი და სოციალური დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; მიღებული აქვს სამინისტროსა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების არაერთი საპატიო სიგელი და ჯილდო.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.253-254


გააზიარე: