შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ თუშიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1957 წელს. მუშაობდა საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს სისტემაში; მონაწილეობდა ქ. ფოთში მდ. რიონზე წყალგამყოფი კვანძის ექსპლუატაციის რაციონალური სისტემის შემუშავებაში; მუშაობდა კახეთის რეგიონში მშენებლობის დირექციის დირექტორად; მისი პროფესიული საქმიანობის პერიოდში აშენდა თელავის რკინაბეტონის ნაკეთობათა და სარემონტო-მექანიკური ქარხნები, თელავის სამეურნეო ფეკალური კანალიზაციის კოლექტორი, კისისხევის ინერტული მასალების ქარხანა და სხვა ობიექტები; იყო თელავის რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხნის დირექტორი; 1972-1976წწ. მუშაობდა კომბინატ "წყალსაშენმასალების" მთავარ ინჟინრად; 1976-1980წწ. იყო სამშენებლო გაერთიანება "მთავარწყალმშენის" კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი; 1980-1983წწ. მივლინებული იყო ერაყის რესპუბლიკაში "კირკუკ-ადჰეიმის" სარწყავი სისტემის მშენებლობაზე, მოგვიანებით - ხელმძღვანელობდა "ინჟეკონომცენტრს"; იყო სამშენებლო ტრესტ "საქწყალმშენის" კაპიტალური მშენებლობისა და მრეწველობის განყოფილების უფროსის მოადგილე; ხელმძღვანელობდა მელიორაციული მშენებლობისთვის ანაკრები რკინაბეტონის კონსტრუქციებს, მათ შორის, წინასწარდაძაბული რკინაბეტონის პარაბოლური კვეთის ღარების წარმოებაში დანერგვას; არის 20-მდე რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.254 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |