The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ჯომარჯიძე

მიხეილ ჯომარჯიძე
დაბადების თარიღი:1822
გარდაცვ. თარიღი:1889  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

სამხედრო სამსახური დაიწყო 1840 წელს ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში პრაპორშჩიკის ჩინით. 1853-1857 წწ. იყო ჭარ-ბელაქნის სამხარეო ოლქის უფროსის მოადგილე. 1857-1860 წწ. პერეიასლავლის დრაგუნთა პოლკის ერთ-ერთი ათასეულის მეთაური, 1860-1863 წწ. ამავე პოლკის მეთაური, 1863-1868 წწ. სამხრეთ დაღესტნისა და დერბენდის სამხარეო ოლქის უფროსი, აგრეთვე დერბენდის ქალაქის თავი. 1868-1874 წწ. ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადადგა. 1874-1876 წწ. იყო კავკასიის ადგილობრივი ჯარების უფროსი. 1876-1886 წწ. მეთაურობდა კავკასიის არმიის მე-2 კორპუსს. 1886 წლიდან სამხედრო საბჭოს წევრი. რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1876). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.571


გააზიარე: