The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არკადი ჯორბენაძე

Date of birth:5 January, 1902
Date of death:15 June, 1984  (at 82 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩიბათი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1927 წელს.

1947-1974 წწ. განაგებდა ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიისა და სასამართლო მედიცინის კათედრას, 1953-1974 წწ. იყო ამავე ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში (1974 წლიდან გარდაცვალებამდე - ამავე კათედრის კონსულტანტი). შეისწავლიდა ავთვისებიანი სიმსივნეების, სხივური, წყლულოვანი და ინფექციური დაავადებების პათანატომიისა და ექსპერიმენტული მედიცინის სხვადასხვა საკითხებს. დიდი დამსახურება მიუძღვის სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა პათოლოგიური ანატომიის განვითარების დარგში. ავტორია და თანაავტორი სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ზოგადი და კერძო პათოლოგიური ანატომიისა, აგრეთვე  პათოლოგანატომიური გაკვეთის ტექნიკის პირველი ქართული სახელმძღვანელოებისა (1962, 1964, 1976). ქართველი პათოლოგანატომი, პათოლოგიური ანატომიის სამსახურის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1948). დაჯილდოებულია მედლებით.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.572

Member of Organizations

  • პათოლოგანატოთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1980-1984)
  • სკკპ , წევრი (1952-)

Awards and Honors

  • 1965 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1946 - საქართველოს დამსახურებული ექიმი

Bibliography


Share: