The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლამარა იაკობაშვილი

ლამარა იაკობაშვილი
Date of birth:1931
Date of death:2014  (at 83 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის ფოლადისა და შენადნობების ინსტიტუტი 1954 წელს. 

1954 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ჩარხმშენებელი ქარხნის თერმულ საამქროში. მისი ხელმძღვანელობით მოხდა მოძველებული საამქროს სრული რეკონსტრუქცია, დაინერგა თანამედროვე მიღწევებზე გათვლილი ტექნოლოგიური პროცესები. აღნიშნული საამქრო წლების მანძილზე ფუნქციონირებდა და მასთან ურთიერთობა მას არასდროს შეუწყვეტია. საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდში ლ. იაკობაშვილი იყო კათედრის გამგის მოადგილე, სახელმწიფო-საკვალიფიკაციო კომისიის წევრი და სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის ხელმძღვანელი. ლ. იაკობაშვილის ავტორობით გამოცემულია რამდენიმე სახელმძღვანელო, მრავალი სამეცნიერო ხასიათის სტატია, პრაქტიკული ხასიათის მითითებები, გარკვეული სამუშაო პროგრამები და ა. შ.  მას მინიჭებული აქვს სახელმწიფო მედლები, სიგელები, სერთიფიკატები და მადლობები. დოცენტი.

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.77-78; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.120

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების მედალი
    საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის დარგებისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის

Bibliography


Share: