Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ თუხარელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1946 წელს, ჩაირიცხა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში არქიტექტურისა და ხელოვნების ფაკულტეტზე 1950 წელს. მოღვაწეობდა მოსკოვის სხვადასხვა საპროექტო ინსტიტუტებში; მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა დასასვენებელი სახლების, პიონერთა ბანაკების, სანატორიუმების, საავადმყოფოებისა და კულტურის სახლების ტიპური და ინდივიდუალური პროექტები; 1960 წლიდან მუშაობდა ქ. თბილისში, საპროექტო ინსტიტუტის სახელოსნოს ხელმძღვანელად, შემდეგ კი ინსტიტუტის მთავარ არქიტექტორად; პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში პროფესორის დარგში; მუშაობდა საქართველოს ზოოვეტერინარული ინსტიტუტის კომპლექსის პროექტირებაზე; 1964 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("სახმშენის") თავმჯდომარედ; 1970 წლიდან წლების განმავლობაში თბილისის ზონალური ს/კ ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტის ("თბილზნიიეპი") დირექტორი იყო; 1986 წელს დააარსა პერსონალური შემოქმედებითი არქიტექტურული სახელოსნო; მიღებული აქვს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემია, საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ოქროს მედალი (1973). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.254-255 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |