The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რომან ახობაძე

რომან ახობაძე
Date of birth:15 October, 1938  (85 years)
Category:Public official, Sailor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი 1957 წელს; ქ. ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელის საექსპლუატაციო ფაკულტეტი 1980 წელს.

1958 წელს დაიწყო ქ. ოდესაში მატროსად ცურვა შავი ზღვის სახელმწიფო საზღვაო სანაოსნოს ტანკერ "ЖДАНОВ"-ზე. აქ გაიარა ყველა საფეხური მატროსობიდან კაპიტნის უფროს თანაშემწეობამდე, 1967 წელს კი ამავე ტანკერის კაპიტანიც გახდა. 1969 წელს უკვე გამოცდილი ზღვაოსანი სამშობლოში ბრუნდება და ახლადშექმნილი საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერ "ГОРИ"-ს კაპიტნად ინიშნება. ამიერიდან ბატონი რომანის ცხოვრება და საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს საზღვაო სანაოსნოს არსებობას. 1972 წელს სწორედ მან ჩაიბარა სანაოსნოს პირველი მშრალტვირთმზიდი გემი, ბალკერი - "НИКО НИКОЛАДЗЕ", რომელიც პოლონეთში აიგო და რომლის ეკიპაჟსაც ბატონი რომანი 1984 წლამდე მეთაურობდა. 1984-1987 წლებში იგი საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ახლად აგებულ ტანკერ "НОДАР ДУМБАДЗЕ"-ს ეკიპაჟს მეთაურობს. 1987 წელს კი გამოცდილი ზღვაოსანი კადრებისა და სოციალურ საკითხებში საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსის მოადგილედ ინიშნება და საქმიანობას ნაპირზე განაგრძობს. 1991 წელს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სათანადო განკარგულებით რომან ახობაძე საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე იგი 1993 წლის ივლისამდე მუშაობდა. 1994-1996 წლებში რომან ახობაძე საბერძნეთში საქართველოს საზღვაო სანაოსნოს წარმომადგენლად და ერთობლივი სანაოსნო კომპანია "KAPPA-GESCO"-ს დირექტორად მოღვაწეობს. 1996 წელს კი საქართველოში ბრუნდება და იმის გამო რომ მშობლიურ სანაოსნოში კაპიტნად ვერ საქმდება იძულებული ხდება სამუშაო უცხო ქვეყნებში ეძიოს. 1996-1998 წლებში შორეული ნაოსნობის კაპიტანი რომან ახობაძე რუსულ სამგზავრო თბომავალ "ЕКАТЕРИНА II"-ს ეკიპაჟს მეთაურობს, 1998-2005 წლებში კი ჯერ ბერძნული სანაოსნო კომპანია "QUEENSWAY NAVIGATION"-ის გემების კაპიტანი, ხოლო 2005-2007 წლებში მათივე კრუინგული კომპანიის "QUEENSWAY SERVICES" დირექტორი გახლდათ ქალაქ ბათუმში. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს სათავეებთან მდგარი სახელგანთქმული ქართველი ზღვაოსანი წლების მანძილზე არაერთი საზღვაო ხომალდის ეკიპაჟს მეთაურობდა. ათეული წლების მანძილზე მრავალმა ახალბედა შტურმანმა გაიარა მისი სკოლა, რომლებიც მოგვიანებით თავად გახდნენ კაპიტნები. 2007 წლიდან რ. ახობაძე რუსეთში მოღვაწეობს და ნოვოროსისკში მოქმედი კრუინგული კომპანია "MARINE UNITI" -ის დირექტორი და კომპანია "QUEENSWAY SERVICES" წარმომადგენელი გახლავთ რუსეთში. შორეული ნაოსნობის კაპიტანი, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსი (1991-1993).

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: