ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
შაქრო ვარშანიძე
დაბადების თარიღი: | 15 სექტემბერი, 1941 |
გარდაცვ. თარიღი: | 2015 (73 წლის ასაკში) |
დაკრძალვის ადგილი: | ქ. ბათუმის საქალაქო სასაფლაო |
კატეგორია: | მეზღვაური |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი 1964 წელს; ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი(ОВИМУ) . სასწავლებლის დამთავრებისთანავე, ჯერ შავი ზღვის, მოგვიანებით კი საქართველოს საზღვაო სანაოსნოს სხვადასხვა გემებზე გაიარა ყველა საფეხური მატროსობიდან კაპიტნის თანაშემწეობამდე, მიიღო დიდი გამოცდილება, პროფესიული პრაქტიკა და 1978 წელს შაქრო ვარშანიძე საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერ «Кременчуг» -ის კაპიტანიც გახდა. პრაქტიკაში მიღებული გამოცდილების თეორიული ცოდნით გასამტკიცებლად მან მალე სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა, 1980 წელს ჩაირიცხა და ზღვაში საქმიანობის პარალელურად დაუსწრებლად დაამთავრა კიდეც ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი(ОВИМУ). მომდევნო წლებში შორეული ნაოსნობის კაპიტანი შაქრო ვარშანიძე საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერების: «Победа Октября»-ს, «Николай Сипягин»-ის, «Захарий Палиашвили»-ს, «Академик Векуа»-სა და «Uznadze»-ს ეკიპაჟებს მეთაურობდა, 2000 წლიდან კი საქმიანობა ნაპირზე განაგრძო და სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კათედრის ხელმძღვანელმა, მოგვიანებით კი ინსტრუქტორმა - შაქრო ვარშანიძემ მომავალი საზღვაოსნო კადრების აღზრდისა და სწავლა-განათლების საქმეს მოჰკიდა ხელი. ასოცირებული პროფესორი, მდიდარი საზღვაოსნო გამოცდილების მქონე შორეული ნაოსნობის კაპიტანი მცდელობას არ აკლებდა და ჩვეული შემართებით ეწეოდა ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული დაოსტატებისა და მომზადების საქმეს, როგორც საზღვაო აკადემიაში, ასევე საზღვაო საწვრთნელ ცენტრში. 2011 წლიდან იმყოფებოდა პენსიაზე. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.
წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|