The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ედუარდ იაკობაშვილი

ედუარდ იაკობაშვილი
Date of birth:17 April, 1937  (87 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამსენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ბიჭვინთის სპეციალიზებულ სამშენებლო სამმართველო "ბიჭვინთმშენში" მშენებელ ოსტატად, იყო სამუშაოთა მწარმოებელი, უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი, უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი, ხოლო 1966-1971წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ახლადშექმნილი სამშენებლო ტრესტ "ბიჭვინთმშენის" N2 სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1971 წლიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს აპარატში საწარმოო სამმართველოს უფროსად; 1972 წელს დაინიშნა ამავე სამინისტროს ბორჯომის N12 სამშენებლო ტრესტის მმართველად; 1974 წლიდან მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, მთავარ ინჟინრად; 1978-1981წწ. იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში, ახლადშექმნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მშენებარე ობიექტების გაერთიანებული დირექციის დირექტორი; 1982-1984წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსად; 1984 წელს დაინიშნა ამავე სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" მთავარ ინჟინრად; 1988-1990წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" დირექტორის მოადგილედ; 1990 წლიდან სამუშაოდ გადავიდა ქ. მოსკოვში და წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე; არის მიჭვინთის მაღლივი პანსიონატების საერთაშორისო მნიშვნელობის საკურორტო კომპლექსის (3000 ადგილზე) მშენებლობის აქტიური მონაწილე; მისი ხელმძღვანელობით აშენდა ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსის ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორებიცაა: სასადილო 1300 ადგილზე, მაღლივი პანსიონატები "ივერია" და "შუქურა", ასევე ჟურნალისტებისა და კინემატოგრაფისტების შემოქმედებითი სახლი დაბა ბაკურიანში; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი კურორტ ბორჯომისა და ბაკურიანის ზონის საკურორტო, სპორტულ-საგანმანათლებლო და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში საქართველოს ყველა რეგიონის ფარგლებში, ქ. თბილისის კომპლექსური განაშენიანების საქმეში; იყო ინიციატორი და მონაწილე მრავალი სიახლის დანერგვისა, საქართველოში სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების საქმეში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და პრემიები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.256


Share: