Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ იაკობაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გურჯაანი, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალოვით 1953 წელს. 1953-1955წწ. იყო რუსეთში კემეროვოს ოლქის ქვანახშირის მრეწველობის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უბნის უფროსი; 1955-1970წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის გურჯაანის სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი, მთავარი ინჟინერი, იმავე ტრესტის N19 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსი; 1971-1992წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილე, მთავარი ინჟინერი და N11 სამშენებლო ტრესტის მმართველი; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით კახეთის რეგიონში აშენდა მეცხოველეობის კომპლექსი, მეფრინველეობის ფაბრიკა, კულტურის სახლი (საგარეჯოში), საავადმყოფო და ტურისტული ბაზა (ლაგოდეხში), სასტუმრო, სკოლა-ინტერნატი, პოლიკლინიკა (გურჯაანში), ღვინის ქარხნები (გურჯაანსა და წითელწყაროში) მდ. იორზე ნაპირსამაგრი ნაგებობები და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი ობიექტი. მირებული აქვს საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სიგელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.256-257 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |