შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ იაკობაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გურჯაანი, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალოვით 1953 წელს. 1953-1955წწ. იყო რუსეთში კემეროვოს ოლქის ქვანახშირის მრეწველობის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უბნის უფროსი; 1955-1970წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის გურჯაანის სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი, მთავარი ინჟინერი, იმავე ტრესტის N19 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსი; 1971-1992წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილე, მთავარი ინჟინერი და N11 სამშენებლო ტრესტის მმართველი; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით კახეთის რეგიონში აშენდა მეცხოველეობის კომპლექსი, მეფრინველეობის ფაბრიკა, კულტურის სახლი (საგარეჯოში), საავადმყოფო და ტურისტული ბაზა (ლაგოდეხში), სასტუმრო, სკოლა-ინტერნატი, პოლიკლინიკა (გურჯაანში), ღვინის ქარხნები (გურჯაანსა და წითელწყაროში) მდ. იორზე ნაპირსამაგრი ნაგებობები და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი ობიექტი. მირებული აქვს საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სიგელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.256-257 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |